понедельник, 12 июля 2010 г.

ჩემი სამშობლო

პროექტის სახელი: ,,
ჩემი სამშობლო"
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები აღწერენ საქართველოს სილამაზეს ჩანაწერით, ნახატებით, იღებენ ფოტო–სურათებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თუ როგორი სილამაზე აქვს ჩვენს ქვეყანას, გაიხსენებენ საქართველოს ისტორიულ წარსულს, უამბობენ ერთმანეთს საქართველოზე თქმულებებსა და ლეგენდებს, გაიხსენებენ საქართველოს მდებარეობას რუკაზე და ჩამოთვლიან მის მეზობელ ქვეყნებს, ისაუბრებენ თუ რა არის სამშობლო და მშობლიური ისტორიის ცოდნა მათში გააღვივებს სიყვარულს სამშობლოსადმი, ყურადღებას გაამახვილებენ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე, გაიხსენებენ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს, წარმოთქვამენ ქართველ მწერალთა ხატოვან გამონათქვამებს სამშობლოზე, ისაუბრებენ საქართველოს კუთხეებზე და იქ გავრცელებულ ტრადიციებზე, ხდება კლასის დაყოფა ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემათ დავალება:I ჯგუფი გააკეთებს სიტყვიერ ჩანახატს (თხზულების ან ვისაც შეუძლია ლექსის სახით), როგორია ჩვენი სამშობლო, რომელია ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი და რა ვიცით მის შესახებ.
II ჯგუფი ნახატებითა და აპლიკაციით გადმოსცემს საქართველოს სილამაზეს, მოსწავლეები ბუნებრივი მასალებით გააკეთებენ ეკლესია–მონასტრებს, საქართველოს დროშას, დახატავენ ლამაზ მთებს, ქართვლის დედას, მზის ჩასვლას და სხვა.
III ჯგუფი მოიძიებს ფოტო–ვიდეო მასალას, გადაღებული ექნებათ საქართველოს სურათები, მოეწყობა ექსკურსია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მუშაობის დასრულებისა და მასალების შეგროვების შემდეგ გაკეთდება პრეზენტაცია, მოეწყობა გამოფენა–დათვალიერება, მოხდება ჩანახატების წაკითხვა და მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება ბლოგზე, შეიქმნება საკლასო ფოტო–ალბომები და მოეწყობა ღონისძიება ,,
სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა".
მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი

ვადები / ხანგრძლივობა/:2–3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობა, გამოფენა–პრეზენტაცია, ექსკურსიის მოწყობა, შეგროვილი მასალების ბლოგზე განთავსება, ღონისძიებების ჩატარება, გამოიყენებენ სახატავ რვეულებს, ფერად ფანქრებს, ფერად ფურცლებს, წებოს, მაკრატელს, ბუნებრივ მასალებს (წიწიბურა, ბრინჯი, ხმელი ფოთლები) და ფოტოაპარატს.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას/: ფოტო–ალბომები, შექმნილი ბლოგები, ნახატები და აპლიკაციები, ამ პროექტით მოსწავლეები კიდევ უფრო კარგად გაეცნობიან საქართველოს და შეძლებისდაგვარად გადმოსცემენ, დაგვიხატავენ მშობლიური ქვეყნის სილამაზეს, ამ პროექტით გამოიმუშავებენ კვლევისა და ძიების უნარს, შეეჩვევიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
სარგებელი სხვებისათვის:გამოფენა–დათვალიერება, ღონისძიებაზე დასწრება, საქართველოს შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება ინტერნეტში, მოსწავლეები დაინტერესდებიან, რომ მშობლიური ქვეყნის სილამაზე გააცნონ თავიანთ თანატოლებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და მოიწვევენ საქართველოში სამოგზაუროდ.
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არცერთი
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი/:მშობლიური ენა და ლიტერატურა, ხელოვნება და ბუნება.
პროექტის ფალსიტატორი:ირინა ძიგანიძე
ფალსიტატორის ელ–ფოსტა: irinadziganidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:irinadziganidze.blogspot.com